GeorgiaEnglishRussia
ქალაქები

თბილისი

თბილისი (ადრე, როგორც ტიფლისი) არის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი საქართველოში, გაშენებულია მტკვრის ორივე სანაპიროებზე და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. დაარსდა v-საუკუნეში. წინათ ასევე ქალაქი იყო კავკასიის ადმინისტრაციული ცენტრი რუსეთის იმპერიის მმართველობის დროს 1801 წლიდან 1917 წლამდე. მოკლე ხნით იყო დედაქალაქი ტრანსკავკასიური დემოკრატიულ-ფედერაციული რესპუბლიკისა 1918 წელს. თბილისი მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მისი გეოგრაფული მდებარეობიდან გამომდინარე ის დამაკავშირებელია აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო გზების ამ განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე ის ხშირად ყოფილა დაპირისპირების მიზეზი სხვადასხვა იმპერიებს შორის მთელი მისი ისტორიის განმავლობაში. დღესაც ინარჩუნებს ქალაქი მის პოზიციებს, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვანძი სატრანსპორტო გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. თბილისის მრავალფეროვანი ისტორია არეკლილია მის არქიტექტურაშიც, რომელიც არის ნაზავი შუა საუკუნეების, კლასიკური და საბჭოთა ეპოქების. ისტორიულად თბილისი იყო სახლი განსხვავებული კულტურული, ეთნიკური და რელიგიური მიმდინარეობის ხალხისა. თბილისი საინტერესოა ტურისტებისათვის შემდეგი ღირშესანიშნავი ადგილებით: სამების ტაძარი, სიონის ტაძარი, თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი, შუა საკუნეების ნარიყალას ციხე-სიმაგრე და საქართველოს ეროვნული მუზეუმით და სხვა. ლეგენდის თანახმად, თბილისის ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული, მეფე ვახტანგ I გორგასალის, ნადირობისას მეფის მიმინო თავს დასცხრომია ხოხობს, ფრინველები ცხელ წყაროში ჩაცვივნულან და გაფუფქულან). ცხელი წყლის სამკურნალო თვისებებისა და ადგილის ხელსაყრელი მდებარეობის გამო მეფეს ტყე გაუკაფავს და ქალაქი გაუშენებია. „თბილისი“ — „თბილი“ (ძვ. ქართულად „ტფილი“) მინერალური წყაროების გამო უწოდეს ქალაქს. შემდგომში ამ ადგილზე გოგირდის აბანოები გაშენდა. აღნიშნული ადგილი თბილისის ისტორიული უბანი — აბანოთუბანია.

 

Aia Tour - Georgian Travel Company
ვიდეო თბილისზე

ბათუმი

ბათუმი არის ქალაქი, რომლის სტუმრებს ადვილად შეუყვარდებათ, მისი სუბტროპიკული ნაზავი, სანაპიროები, თოვლით მოფენილი მთები და ლეგენდარული ღამის ცხოვრება. ჯამრთელობის აღსადგენად ცნობილია ზღვის და მთის ჰაერის კომბინაცია, ალბათ ზუსტად ამიტომ საქართველო გამოირჩევა მისი უნიკალური შესაძლებლობებით. ქალაქის ირგვლივ ძირითადად ჩაის და ციტრუსის პლანტაციებია, მათი სურნელია მოფენილი მთელ ტერიტორიაზე. ბათუმიდან 9 კილომეტრით ჩრდილოეთისკენ, მწვანე კონცხზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღია, სადაც იზრდება ათასობით ლამაზი სახეობის მცენარე და 1200 სახეობის ვარდი. აჭარის უნიკალური მიკრო კლიმატის წყალობით, ბაღებში შესაძლებელია გაიზარდოს საოცარი ჯიშის მცენარეები, სხვადასხვა რეგიონებიდან და კლიმატიდან. გასაოცარია ამდენი სახეობის მცენარის ხილვა ერთ ადგილას, უბრალოდ შეიგრძენით მათი სურნელი.

 

Aia Tour - Georgian Travel Company
ვიდეო ბათუმზე

ბაკურიანი

ბაკურიანი დიდი სამთო კურორტია საქართველოში. მას სტუმრობენ თოვლის მოყვარულები და მოთხილამურეები. ბაკურიანი არის მსოფლიოში ცნობილი ზამთრის სპორტის ცენტრი, დაარსდა ოლიმპიური სტანდარტებით და მრავალი პროფესიონალი სპორცმენი სტუმრობს მას. ასევე ბავშვები და დამწყები მოთხილამურეები ისვენებენ ამ ზამთრის სამოთხეში. მთის ფერდობებზე არის ყველაზე საინტერესო ადგილი ბაკურიანში, ბოტანიკური ბაღი, რომელიც გაიხსნა 1910 წელს, სადაც 1500 მეტი მცენარეა და ულამაზესი სანახაობა.

სიღნაღი

ქალაქის სახელი მოდის თურქული სიტყვიდან “Siğnak”, რაც თავშესაფარს ნიშნავს. ისტორიულად სიღნაღი ცნობილი იყო როგორც ვაჭრებისა და ხელოსნების ცენტრი. ქვაფენილი მიხვეულ-მოხვეული ქუჩები, იტალიური არქიტექტურა, მე-18 საუკუნის კედლები მომაჯადოვებელ ატმოსფეროს ქმნიან. სიღნაღში და მის შემოგარენში რამოდენიმე ისტორიული ტაძარი მდებარეობს. დარჩით ქალაქში და დატკბით ადგილობრივთა სტუმართმოყვარეობით. სიღნაღი აღმოცენდა მე-18 საუკუნეში ძველი ციხე-სიმაგრის ნანგრევებზე ერეკლე მე-2-ის მეფობის დროს. სიღნაღის მუზეუმში თქვენ მოინახულებთ მრავალ არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ, შუა საუკუნეების ექსპონატებს და არტეფაქტებს, მათ შორის მუსიკალურ ინსტრუმენტებს, იარაღს, ტანსაცმელს და ბევრ სხვა ისტორიულ ნივთებს. ასევე დიდი ქართველი მხატვრის, ნიკო ფოროსმანის აღსაღნიშნავი მე-19 საუკუნის გამოფენას. ბოდბის მონასტერი სიღნაღის რაიონში მდებარეობს. იგი განეკუთვნება IV საუკუნის ძეგლს. ტაძრის აღმშენებლად მეფე მირიანი მიიჩნევა, რომელიც მან მისი გაქრისტიანების შემდგომ ააგო წმ.ნინოს ლოცვა-კურთხევით. არსებობს მრავალი ლეგენდა ტაძრის აღმშენებლობასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ასეთი ისტორია არსებობს, რომლის თანახმად წმ. ნინომ მირიან მეფის მეუღლე ნანა განკურნა უკურნებელი სენისგან და ნიშნად მადლიერებისა მირიანმა ტაძარი აღაშენა. მონასტრის ტერიტორიაზე ეკლესიიდან დაახლოებით კილომეტრის დაშორებით არის წყარო, რომელიც სასწაულმოქმედია და ბევრი სნეული ადამიანი განიკურნა მასში განბანვით.


ვიდეო სიღნაღზე

საირმე

საირმის წყლების შესახებ პირველი ცნობები XIX საუკუნის საუკუნის 90-იან წლების წყაროებში გვხვდება. იმერეთში ტყეებში მონადირეებმა შენიშნეს, რომ ირმებს ამოჩემებული ჰქონდათ ერთი ადგილი, სადაც ხშირად მიდიოდნენ. ხალხში გავრცელებული თქმულების თანახმად, საირმის წყალი დაჭრილი ირმის კვალს ადევნებულმა მონადირე ძმებმა აღმოაჩინეს. წყარო ჟანგით გაწითლებულ ქვებზე მიედინებოდა, მის გარშემო კი ყველაფერი მარილს გადაეთეთრებინა. ირმის ჯოგები მარილს და წყალს მორიგეობით ეტანებოდნენ. სწორედ მათი სიმრავლის გამო უწოდეს ამ ადგილს საირმე. საოცარი მოვლენების გამო აქაურობას მწყემსებმაც მიაქციეს ყურადღება: მათ შეამჩნიეს, რომ ირმების წყაროდან დაახლოებით 3 კმ-ის მოშორებით, ერთ ადგილას ბალახი მუდამ მწვანედ ბიბინებდა, თოვლს არ დებდა, მიწა კი წვიმის გადაღებიდან რამდენიმე წუთში მშრალი იყო. „ჯადოსნური ველის“ საიდუმლოს 20-იან წლებში აეხადა ფარდა, როდესაც გეოლოგებმა მიწაში ცხელი მინერალური წყალი აღმოაჩინეს. საირმე - გაზირებული მინერალური წყალი. საირმის მთების წიწვოვან-ფოთლოვანი ტყეების სიღრმეში, მდინარე წაბლარასწყლის ხეობაში, მრავალსაუკუნოვან ქანებში ბუნებრივ ფილტრაციას გადის ჰიდროკარბონატული კალციუმ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი და ზედაპირულ ქანებში გრუნტის წყალთან შეზავებით ნატურალური წყალი „საირმე“ ფორმირდება.გაზირებული მინერალური წყალი მიზანშეწონილია ნივთიერებათა ცვლის ბალანსის რეგულირებისთვის. პროდუქტი გაჯერებულია კალციუმის ბიკარბონატით, რომელიც ძვლოვან სისტემას ამაგრებს და ხელს უწყობს ანთებითი პროცესის შეჩერებას. გაზირებული მინერალური წყალი გამოიყენება ღვიძლის, შარდსადენი გზების, თირკმელებისა და კუჭ-ნაწლავის დარღვეული ფუნქციების აღსადგენად; ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის შედეგად წარმოქმნილი მავნე პროდუქტების გამოყოფას. საირმის ნაკადულები - წყაროს წყალი (არაგაზირებული) ზღვის დონიდან 2000 მ-ის სიმაღლიდან მოედინება. „საირმის ნაკადულები“ სასარგებლო მინერალებით მდიდარ მიწისქვეშა ქანებში ჩაედინება, სადაც ბუნებრივ მინერალიზაციას გადის და წიწვოვან-ფოთლოვანი ტყეების სიღრმეში, მდინარე წაბლარასწყლის ხეობაში ამოედინება. გამოიყენება გამაჯანსაღებელი პროცედურების დროს და, ასევე, კოსმეტოლოგიაში.

ბორჯომი

ბორჯომ-ლიკანის კომპლექსი მდებარეობს თბილისიდან 150 კმ-ის დაშორებით, საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში ბორჯომის ხეობაში. ბორჯომ-ლიკანი ზღვის დონიდან 807 მეტრის სიმაღლეზეა. საშუალო წლიური ტემპერატურა 9,1 C (ზაფხულში +19,3 ზამ თარში 0). მდინარე მტკვრის პირას გაშენებულ ტყე-პარკში დგას რუსი იმპერატორების-რომანოვების სასახლე, აშენებული 1895 წელს არქიტექტორ ბენუას მიერ. კურორტის მთავარი სიმდიდრეა ბუნებრივი სამკურნალო მინერალური წყალი „ბორჯომი“, რომელიც გამოიყენება კუჭ-ნაწლავის (ქრონიკული), ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების, თირკმლის დაავადებათა, ნივთიერებათა ცვლის მოშლის, ნერვული სისტემის და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების სამკურნალოდ.

ზუგდიდი

ზუგდიდი —( დიდი გორა) ქალაქი დასავლეთ საქართველოში ისტორიულად სამგრელოს მხარე. ქალაქი გაშენებულია სამგრელოს რეგიონის ჩრდილო-დასავლეთით შავი ზღვის სანაპიროდან 30-კმ-ში ზღვის დონიდან 110 მ სიმაღლეზე. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა 75,900 (2007 წ.) მონაცემებით ვარაუდობენ, რომ სახელწოდება წარმოიშვა ზურგ-დიდიდან (ე. ი. დიდი გორიდან; კოლხურად „ზუგი/სუკი“ ბორცვი, ფერდობი) არქიტეტურულ ღირშესანიშნაობებს წარმოადგენს დედოფლის სასახლე და ნიკოს სასახლე ( აწ უკვე დადიანის სასახლის მუზეუმები XIX -ს), ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი (1825-1830) და მანცხვარ-კარი (X-XIV) ეკლესიები. აქ არის ასევე ძველი ბოტანიკური ბაღი (დედოფლის ბაღი) და ქალაქის ბულვარი. ზუგდიდი ოდიშის სამთავროს პოლიტიკური ცენტრი იყო 1867 წლამდე სანამ რუსეთის იმპერიამ არ გააუქმა სამთავრო . საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ადმისტრაციაც იყო 1993 წელს. დადიანის სასახლის მუზეუმში გამოფენილია ნაპოლეონის სიკვდილის შემდგომი სახის ნიღაბი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი განძი ამ მუზეუმისა არის ღვთისმშობლის კვართი. საქართველოს უდიდესი ჰიდროელექტრო სადგურს ეწოდება ენგურჰესი, რომელიც წარმოადგენს უზარმაზარ ნაგებობას. კონსტრუქცია მდებარეობს მდინარე ენგურზე და მის უკანა ნაწილში ქმნის შთამბეჭდავი ზომების ხელოვნურ ტბას.

ქუთაისი

ძველი სახელწოდება: აეა, აია, ქუთათისი, ქოთაის, ქუთაისსი. ქუთაისი სიდიდით მეორე და ამასთანავე საპარლამენტო ქალაქია საქართველოში, დაარსდა 3, 500 წელზე მეტი ხნის წინათ; მდებარეობა ზღვის დონიდან 80-120 მ. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ქუთაისი იყო ის ქალაქი, საიდანაც იაზონმა მოიტაცა ოქროს საწმისი; საქართველოს ერთ-ერთი ძველი და მშვენიერი ქალაქი ქუთაისი, ასევე უმშვენიერეს კუთხეში, იმერეთში მდებარეობს. ქალაქი, როგორც დასახლებული პუნქტი აღმოცენდა იქ, სადაც მდ. რიონი თავისი ვიწრო და ღრმა ხეობიდან ვაკეზე გამოდის. ქუთაისი მსოფლიოს უძველეს ქალაქთა რიგს განეკუთვნება.ძველი ბერძნული მითოლოგია და ისტორია მას ე.წ. ,,მინოსის ხანას’’ (ძვ.წ. XVII-XV სს) აკუთვნებს. სახელგანთქმული ,,არგონავტიკა’’ , რომელიც არანაკლებ 3300 წლის წინანდელ ამბებს მოგვითხრობს, თავიდან ბოლომდე მთავარი ,,ჰეგემონი’’ ქალაქის, ქუთაისის გარშემო ტრიალებს. ანტიკური დროიდან და შემდგომ ფეოდალურ ხანაშიც ქუთაისი ინტენსიურად ინარჩუნებდა დასავლეთ საქართველოს პირველი ქალაქის მდგომარეობას. VIII საუკუნიდან იგი ეგრისისა და აფხაზეთის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქია. X საუკუნეში ქალაქის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება. 978 წელს აქ ერთიანი საქართველოს სამეფო ტახტი დაიდგა. მეფედ დაჯდა ბაგრატ III. მან ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოდ ქუთაისში უმშვენიერესი ,, ბაგრატის ტაძარი’’ აღმართა. ერთიანი საქართველოს დედაქალაქის სტატუსს ქუთაისი 124 წლის მანძილზე ინარჩუნებდა. მიუხედავად ქვეყნის პირველი ქალაქის სტატუსის დათმობისა, ქუთაისს არასოდეს დაუკარგავს ადგილი საქართველოს ისტორიაში. იგი დღესაც ქვეყნის მნიშვნელოვან კულტურულ, პოლიტიკურ, საგანმანათლებლო და ტურისტულ ცენტრს წარმოადგენს. 2011 წელს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა კონსტიტუციურ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელად ქუთაისი განისაზღვრა. 2012 წლის 26 მაისს, სააკაშვილმა საზეიმოდ გახსნა საქართველოს პარლამენტის ახალი შენობა.

 

Aia Tour - Georgian Travel Company
ვიდეო ქუთაისზე

გუდაური

გუდაური — სამთო-სათხილამურო კურორტი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კავკასიის სამხრეთ ფერდობებზე, თბილისიდან 120 კმ-ში, ზღვის დონიდან 2000 მ. სიმაღლეზე. გუდაური ყოველ ზამთარს გთავაზობთ არაჩვეულებრივ თოვლის საფარს ნოემბრიდან მაისის ჩათვლით. საერთო სათხილამურო გზა შეადგენს 20 კილომეტრს და მასპინძლობს უკლებლივ ყველა მოთხილამურეს, დამწყებიდან პროფესიონალამდე. ზამთარში გუდაურში ტარდება სპორტული ფესტივალები, სათხილამურო და სნოუბორდის შეჯიბრებები. ზაფხულში კი სტუმრებს სთავაზობს ფრინველებზე დაკვირვების ტურებს, საცხენოსნო ჯირითს და ჯომარდობას.

გორი

გორი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია საქართველოში. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. სახელწოდება წარმოდგება ქალაქში აღმართული კლდოვანი გორაკისაგან, რომელზეც გაშენებულია ძველი ციხესიმაგრე. გორი VII საუკუნიდან იხსენიება. ზოგიერთი ისტორიული ფაქტი გვაცნობებს, რომ ციხე აშენდა ბიზანტიის კეისარის ჰერკულესის მიერ, საბრძოლო მასალის შესანახად, როდესაც ის ებრძოდა სპარსელებს. თუმცა ზოგიერთი ისტორიული წყარო ქალაქის დაარსებას დავით აღმაშენებელს მიაწერს (XII ს. დასაწყისი). ქალაქი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული და ეკონომიკური გზების გადაკვეთაზე მდებარეობდა და მისი დაუფლება ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას შიდა ქართლზე. XIII საუკუნეში გორს ოსები დაეუფლნენ და მონღოლთა დახმარებით კარგა ხნით დამკვიდრდნენ აქ. ციხე ბევრჯერ დაინგრა და აშენდა ხელმეორედ. აღდგა 1774 წელს ერეკლე II მეფობის დროს, მაგრამ დაზიანდა 1920 წელს მიწისძვრის დროს. სტალინის მუზეუმის კომპლექსში შედის მემორიალური სახლი, სადაც სტალინი დაიბადა, საექსპოზიციო შენობა კოშკით და სტალინის პირადი ვაგონი, რომლითაც მან იმგზავრა თეირანში, იალტასა და პოტსდამში. მუზეუმში ასევე დაცულია სტალინის პირადი ნივთები.

 

Aia Tour - Georgian Travel Company
ვიდეო გორზე

მესტია

მესტიის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში . მესტია ქართული ხუროთმოძღვრებისა და ეთნოგრაფიის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ძეგლია. აქ კარგადაა შემონახული შუა საუკუნეების საერო, საკულტო და თავდაცვითი ნაგებობები. საკულტო ნაგებობათაგან აღსანიშნავია: მაცხოვრის ქვით ნაგები ორსართულიანი ეკლესია (XIII-XIV სს.), რომლის კედლებსაც მაღალოსტატურად მოხატული ფრესკები ამკობს; ღვთისმშობლის (ლამარია) ეკლესია შუა საუკუნეების მოხატულობითა და წარწერით; სეტის მთავარანგელოზისა და ფუსტის ეკლესიები. შემონახულია აგრეთვე სვანური სახლ-სიმაგრეები - გალავნით შემოზღუდული ერთიანი კომპლექსი, რომელშიც შედის კოშკი, მასზე მიდგმული საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების სხვა შენობები.


ვიდეო მესტიაზე

ანაკლია

ანაკლია არის პატარა ქალაქი და საზღვაო კურორტი დასავლეთ საქართველოში. ის მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იმ ადგილას სადაც მდინარე ენგური უერთდება შავ ზღვას. უძველესი დასახლება ანაკლიის ტერიტორიაზე თარიღდება შუა ბრინჯაოს ხანით და ის ხასიათდება კოლხური კულტურით. XV-საუკუნეში საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ ის იყო იმ დროისათვის კარგად გამაგრებული ქალაქი, საზღვაო პორტით და განვითარებული თევზჭერით სამეგრელოს სამთავროში. ანაკლიის სანაპირო ზოლი დაახლოებით 8-კილომეტრს შეადგენს და აქედან 1 კმ-ზე მეტი არის სასეირნოდ გამოყოფილი, რომლის გასწვრივაც განლაგებულია კომფორტაბელური სასტუმროები. სასეირნო ბილიკის ბოლოს დასავლეთ მხარეს არის 540 მეტრიანი საფეხმავლო ხიდი, რომელიც კურორტს აკავშირებს სოფელ განმუხურთან, რომელიც მდებარეობს მდინარე ენგურის მოპირდაპირე მხარეს. ანაკლია გაშენებულია დაბლობში, რომელიც გარშემორტყმულია ჩრდილო-დასავლეთით უზარმაზარი კავკასიონის მთის მწვერვალებით, რომელიც კარგად ჩანს მოწმენდილ ამინდში პირდაპირ ზღვის სანაპიროდან. მთები დაშორებულია დაახლოებით 40-45 კმ. ზღვასა და მთებს შორის არსებული სივრცე მჭიდროდ არის დასახლებული, სადაც არის ბევრი მეგრული სოფლები, რომლის მკვიდრნი უმეტესად მისდევენ მიწათმოქმედებას.

ახალციხე

ახალციხე, (ძვ. ლომსია), ქალაქი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ფოცხოვის ორივე ნაპირზე, რომელიც ყოფს ქალაქს ძველ ჩრდილოეთ და ახალ სამხრეთ ნაწილებად ქალაქი ახალციხე IX საუკუნით თარიღდება. მის აღმშენებლად მიიჩნევენ გუარამ მამფალს ტაო-კლარჯეთის მეფის, აშოტ I კურაპალატის უმცროს ვაჟს. მისი თავდაპირველი სახელწოდება იყო `ლომსია. ქალაქის სახელწოდება უნდა შეცვლილიყო XII საუკუნის დასაწყისში ახალი ციხის აშენების, ან ძველი ციხის განახლების გამო. ისტორიულ წყაროებში ახალციხე პირველად XIII საუკუნის დასაწყისში, 1204 წელს ბასიანის ომის დროს არის მოხსენიებული. ქალაქი ახალციხე სამი ნაწილისაგან შედგებოდა: ქალაქის, ციხე-სიმაგრისა და ციტადელისაგან. ციხე-სიმაგრეს შემოვლებული ჰქონდა სამი გალავანი კარიბჭითა და სათვალთვალო კოშკებით. იგი შემოგარენს მიწისქვეშა გვირაბებით უკავშირდებოდა. მის ტერიტორიაზე განთავსებული იყო: `სააჯო კარი, `საჭურჭლე სახლი, `ზარდახანა, `ზარაფხანა ,,ქარავან-სარაები”, სახელოსნოები, აბანოები და ეკლესიები, XVIII საუკუნიდან მეჩეთი, მედრესე, მინარეთი. ციტადელში იჯდა ქალაქის მმართველი ჯერ თორელ-ახალციხელები, შემდეგ ათაბაგ-ჯაყელები.



Currency

USD2.6193
EUR3.0693
RUR0.0395
GBP3.4651

Weather