GeorgiaEnglishRussia
საქართველო
საქართველო

საქართველო არის სახელმწიფო ევრაზიაში, კავკასიის რეგიონში. მდებარეობს დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გზაგასაყარზე, დასავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით რუსეთი, სამხრეთით თურქეთი და სომხეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთით აზერბაიჯანი. საქართველოს დედაქალაქი არის თბილისი. ქვეყნის მთელი ტერიტორია შეადგენს 69,700 კვ. კილომეტრს (26,911 კვ. მილს) და მისი მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 5 მილიონ ადამიანს. საქართველო არის ერთმნიშვმელოვნად, ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა, მთავრობა ირჩევა დემოკრატიული წარმომადგენლობის გზით.

 

საქართველო არის ევროსაბჭოს და სუამის ორგანიზაცია დემოკრატიისა და განვითარებისათვის წევრი.

 

ადრეულ ხანაში დამოუკიდებელი სამეფოები გახდა სახელმწიფო, რომელსაც ახლა ეწოდება საქართველო. კოლხეთისა და იბერიის სამეფოებმა ქრისტიანობა მიიღეს IV-საუკუნის დასაწყისში. გაერთიანებულმა ქართულმა სამეფომ მისი პოლიტიკური და ეკონომიკური სიძლიერის პიკს დავით IV-ს და თამარ მეფის მეფობის დროს მიაღწია XI-XII საუკუნეები.

 

კლიმატი საქართველოში მეტიმეტად მრავალფეროვანია, მიუხედავად მისი მცირე ზომისა. აქ არის ორი ძირითადი კლიმატური ზონა, რომელიც გამოარჩევს ქვეყნის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებს ერთმანეთისაგან. კავკასიონის ქედი მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს კლიმატის ზომიერების ჩამოყალიბებაში და იცავს ქვეყანას ჩრდილოეთის ცივი ჰაერის მასებისაგან. კავკასიონის მთები გარკვეულწილად იცავს რეგიონს სამხრეთის მშრალი და ცხელი ჰაერის მასებისაგან.

 

საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (83%) არის მართლმადიდებელი ქრისტიანი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთ-ერთი მსოფლიოს უძველეს ქრისტიანულ ეკლესიათა შორის, არის სამოციქულო ეკლესია, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა წმინდა ანდრიამ. მისიონერ წმინდა ნინო კაბადოკიელის ღვაწლით. IV-საუკუნის პირველ ნახევარში, ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა იბერიის სამეფოში (ახლანდელი ქართლი, აღმოსავლეთ საქართველო).

Currency

USD2.6594
EUR3.0144
RUR0.04
GBP3.3346

Weather