GeorgiaEnglishRussia
ღირშესანიშნაობები

სათაფლია

სათაფლია არის ძალიან საინტერესო ადგილი ქუთაისის ვიზიტორთათვის. სათაფლიის კარსტრული მღვიმე და სახელმწიფო ნაკრძალი მდებარეობს ქუთაისიდან ჩრდილოეთ-დასავლეთით 6 კილომეტრში. სათაფლია ცნობილია თავის დინოზავრის ნაკვალევით. სპეციალისტების აზრით ყველაფერ ზემოჩამოთვლილის გათვალისწინებით სათაფლია არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადგილი მსოფლიოში სათაფლიას კარსტრული მღვიმე სათავეს იღებს სამხრეთიდან და მიემართება აღმოსავლეთისკენ 300 მეტრით. მღვიმეში უხვად არის სტალაქტიტები და სტალაგმიტები. ჰაერის და წყლის ტემპერატურა მღვიმეში შეადგენს დაახლოებით 12-13 გრადუსს.

მოწამეთას მონასტერი

მოწამეთა –მდებარეობს გელათის მონასტრის მახლობლად, მდინარე წყალწითელას ხეობაში. იგი აგებულია წმინდა ძმების დავით და კონსტანტინე მხეიძეების უკვდავ საყოფად. ისინი იყვნენ არაგვთა ერისთავები, რომლებიც VIII საუკუნეში შემოსეულ არაბთა ლაშქარს მცირე რაზმით თავგანწირულად შეებრძოლნენ, დიდი წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად,ვერ შეაჩერეს ურიცხვი მტერი და დამარცხდნენ. არაბთა სარდალმა მურვან ყრუმ, შეპყრობილ ერისთავებს ქრისტეს რწმენის უარყოფა მოსთხოვა, რაზეც მტკიცე უარი მიიღო. განრისხებულმა მურვანმა დიდი ტანჯვა მიაყენა ძმებს, მაგრამ მათ საშინელი წამება ვაჟკაცურად აიტანეს და მოწამეთა გვირგვინით შეიმოსნენ. დავითისა და კონსტანტინეს ნეშტი ამ ეკლესიაში ინახება.

ბატონის ციხე

მდებარეობს თელავში .ეს იყო კახთა მეფის რეზიდენცია XVII-XVIII საუკუნეებში. პირველად 1667 წელს არჩილ მეფემ აქ სასახლე, აბანო და კარის ეკლესია ააგო. ხოლო გალავანი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნაგებობები ერეკლე II-მ ააგო. სასახლე წარმოადგენს ერთ დიდ დარბაზს, რომელსაც 6 კვადრატული ფორმის ოთახი აკრავს. შეიძლება ითქვას რომ სასახლე წარმოადგენს ირანული არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს. ერეკლე II-მ სასახლე თავის რეზიდენციად აქცია და საზოგადოებაში დამკვიდრებულია როგორც ერეკლეს სასახლე. ციხის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს არქეოლოგიური მუზეუმი და ქეთევან იაშვილის სახელობის სამხატვრო, სადაც არის გამოფენილი ქართველი და ევროპელი მხატვრების ფერწერული ტილოები.

იყალთოს მონასტერი და აკადემია

იყალთოს მონასტერი მდებარეობს თელავის რაიონში. მისი დაარსება დაკავშირებულია ცამეტი ასურელი მამის ზენონის სახელთან, რომელიც VI საუკუნეში მოღვაწეობდა. VIII-IX საუკუნეში დაარსდა კიდევ ერთი სამების ეკლესია რომელიც აღმოსავლეთით ესაზღვრება ზენონის მიერ დაარსებულ ეკლესიას. XI-XII საუკუნეში აქ მოღვაწეობდა არსენ იყალთოელი, რომელმაც დაარსა აკადემია. არსენ იყალთოელი ცნობილია, როგორც მეფე დავით აღმაშენებელის აღმზრდელი. ამჟამად აკადემიის მხოლოდ კედლები არის შემორჩენილი- პირველი სართული ორი ოთახით. საუკუნეთა მანძილზე აქ ისწავლებოდა ფილოსოფია, რიტორიკა, მათემატიკა. ლეგენდის თანახმად ზენონი და არსენ იყალთოელი იყალთოში არიან დაკრძალულნი.

ბოდბის მონასტერი

ბოდბის მონასტერი სიღნაღის რაიონში მდებარეობს. იგი განეკუთვნება IV საუკუნის ძეგლს. ტაძრის აღმშენებლად მეფე მირიანი მიიჩნევა, რომელიც მან მისი გაქრისტიანების შემდგომ ააგო წმ.ნინოს ლოცვა-კურთხევით. არსებობს მრავალი ლეგენდა ტაძრის აღმშენებლობასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ასეთი ისტორია არსებობს, რომლის თანახმად წმ. ნინომ მირიან მეფის მეუღლე ნანა განკურნა უკურნებელი სენისგან და ნიშნად მადლიერებისა მირიანმა ტაძარი აღაშენა. მონასტრის ტერიტორიაზე ეკლესიიდან დაახლოებით კილომეტრის დაშორებით არის წყარო, რომელიც სასწაულმოქმედია და ბევრი სნეული ადამიანი განიკურნა მასში განბანვით.

სვეტიცხოველი

სვეტიცხოვლის ტაძარი აიგო 1010-1029 წლებში ის არის წმინდა ადგილი სადაც იესო ქრისტეს კვართის ადგილსამყოფელია, რომელიც იერუსალიმიდან მცხეთელმა ებრაელმა ჩამოაბრძანა.

დავით გარეჯი

დავით გარეჯი ყველაზე დიდი სამონასტრო კომპლექსია საქართველოში, სადაც ცნობილი ისტორიული ადამიენბი ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ძველი დროიდან. აგებულია 6-18 საუკუნეში, მონასტერს გააჩნია აღსაღნიშნავი მოჩუქურთმებული კლდეები. დავით გარეჯი იყო ასევე სამეფო მონასტერი და მისი ეკლესიები წარმოადგენენ არქიტექტორულ და მხატრულ სტილს მე-6 საუკუნიდან, მისი ორიგინალი ფრესკები განსაცვიფრებელია.

პრომეთეს მღვიმე

მთავარი მიმართულება-სამხრეთ დასავლეთი; დარბაზების რაოდენობა-15-ზე მეტი; ტურისტული მარშრუტის სიგრძე მღვიმეში-1060 მ.; მაქსიმალური სიმაღლე-21 მ. ჰაერის ტემპერატურა 15-17 გრადუსი; წყლის ტემპერატურა 13-14 გრადუსი. სოფელ ყუმისთავში 1984 წლის 15 ივლისს სახლმწიფო გეოგრაფიული ინსტიტუტის, ვახუშტი ბაგრატიონის სპლელოგიური ექსპედიციის წევრების მიერ აღმოჩენილ იქნა ახალი მღვიმე, რომელიც მდებარეობს წყალტუბო-ცაგერის გზის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 100მ-ზე მაღლა. მღვიმეს უნიკალურს ხდის მისი მოცულობითი დარბაზები. 16 დარბაზი არის აღმოჩენილი და ყოველი მათგანი მნიშვნელოვანად განსხავდება ერთმანეთისაგან. პრომეთეს მღვიმე ერთ-ერთი მდიდარი მღვიმეა ევროპაში, ის ხასიათდება მრავალფეროვანი მიწისქვეშა მდინარეებითა და შესანიშნავი ლანდშაპტით. საფეხმავლო ბილიკი ტურისტებისათვის შეადგენს 1060 მეტრს. პრომეთეს მღვიმეში ოთხი ფენაა, რომელიც ჩამოყალიბდა დედამიწის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, ტურისტებს საშუალება აქვთ ამ ისტორიული ტერიტორიის გავლა საფეხმავლო ბილიკით (1060 მ) ან ნავით (280 მ)

ვარძია

ვარძია — კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, მდებარეობს სამხრეთ საქართველოში გამოკვეთილია ერუშეთის მთის კალთაზე მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის რაიონში (ასპინძინდან 30 კმ). ძირითადი პერიოდი მშენებლობის იყო XII საუკუნის მეორე ნახევარში. გამოქვაბულები გადაჭიმულია შერეულ კლდეში (სიგრძე 500 მ-მდე), განლაგებულია ცამეტ სართულად. ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი თარიღდება 1180 წლით უკავშირდება ოქროს ხანას თამარისა და რუსთაველის მოღვაწეობის პერიოდს. როდესაც ეს მხარე ოსმალეთმა დაიპყრო XVI-საუკუნეში, მონასტერი საბოლოოდ გაუკაცრიელდა. ვარძიის მონასტერი ხერთვისთან ერთად შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში. საბჭოთა პერიოდში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ვარძიის ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა ბრინჯაოს ხანის ნასახლარი.



Currency

USD2.4586
EUR2.8554
RUR0.0388
GBP3.2591

Weather